Обговорення:Кахетія

Найсвіжіший коментар: VEPS1978 у темі «.» 2 роки тому
Стаття Кахетія є частиною Вікіпроєкту «Адміністративні одиниці країн світу», який покликаний покращувати всі сторінки, що присвячені географічній тематиці. Якщо ви бажаєте покращити вміст Вікіпедії з цієї теми, будь ласка, приєднайтеся до проєкту. Щиро запрошуємо всіх зацікавлених осіб.

. ред.

[1], [უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა, კერძოდ ერწო-თიანეთსა (მდ. ივრის ზემო წელი) და ფხოვს (მდ. არაგვის მარცხენა სანაპირო), რომლის ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი) იყო. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით:

ვიკიციტატა „...(ერწოს) მზღვრის: აღმოსავლით მთა კახეთისა, საყდრიონსა და მას შორისი; სამხრით, მთა კუხეთისა, იალონიდამ წამოსული უჯარმამდე. ჩდილოთ, მთა მცირე, თიანეთსა და მას შორისი, ხერკის მთიდამ წამოსული. დასავლით მთა ხერკისა.“ (ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1885 წ. გვ. 137) ვიკიციტატა „მისცა კახოსს საზღვარი: აღმოსავლით მთა კავკასი, სამხრით საზღვარი ჰერეთისა, თურდო-შტორის ხევი ვიდრე კავკასამდე; დასავლით მთა კახეთისა, რომელსა განჰკვეთს ერწო-თიანეთს იორის მდინარე და მერმე მზღვრის მდინარე არაგვი და ჩრდილოთ მთა კავკასი. და ამათ შორისი ქვეყანა არს კახეთი, წილი კახოსისა, და მისის სახელის გამო ეწოდა ამას სახელი ესე, არამედ აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურსა (რომელსა პირველ ეწოდა ფხოელნი), თიანეთს, ერწოს, ირტოს ხევს, პანკისის ხეობას, საყდრიონს და ალონს.“ (ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1885 წ. გვ. 127) მას შემდეგ რაც ქართლოსის მეუღლემ თავის ძეებს ქართლის ტერიტორია გადაუნაწილა, კახოს წილად ხვდა ზემოდხსენებული საზღვრები. მაგრამ იგივე კახოსის პერიოდში მან თავის ძმა კუხოსს დაუთმო მდინარე ივრის მარცხენა ნაპირი ლაფიანხევიდან ბოჭორმის ციხის ჩათვლით. როგორც ქართლის ცხოვრება იუწყება აღნიშნული დათმობა მოხდა მას შემდეგ, რაც კუხოსმა დაეხმარა კახოსს კახეთის დედაქალაქის ჩელეთის აშენება-მოწყობაში.

ვიკიციტატა „ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათჳს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა[5].“ IV საუკუნიდან კახეთის ცენტრი იყო უჯარმა. კახეთის ეთნოგრაფიული საზღვრები კი აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა. VIII საუკუნისთვის მან კუხეთი და ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაფარა. შუა საუკუნეებში კახეთის მცხოვრებნი ჰერკახებად მოიხსენიებოდნენ. XI საუკუნიდან კახეთის ცენტრი თელავია. XV საუკუნის მეორე ნახევარში ყალიბდება ცალკე პოლიტიკური ერთეული კახეთის სამეფო. ამ დროიდან კახეთის ცენტრი არის გრემი. ჰერეთის სახელის გაქრობა XV საუკუნეში კახეთის მეფე გიორგი VIII-ს უკავშირდება. XVI-XVII საუკუნეებში კახეთს ჩამოსცილდა ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც დღეს საინგილოს სახელს ატარებს და ადმინისტრაციულად აზერბაიჯანში შედის. XVII საუკუნის II ნახევრიდან კახეთის ცენტრი ისევ თელავია. XVII საუკუნეში ყიზილბაშთაგან ამოწყვეტილი კახეთი იმერეთიდან, ქართლიდან და მთიდან ჩასახლებულებმა მოაშენეს.] VEPS1978 (обговорення) 21:30, 21 лютого 2022 (UTC)Відповісти

Повернутися до сторінки «Кахетія»